Friday, November 22, 2019
საქართველო მსოფლიოს ფონზე
თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოები რიგი თავისებურებით ხასიათდებიან და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ქვეყნების კლასიფიკაცია შესაძლებელია როგორც გარეგნული ფორმით, ისე შინაარსობრივი მაჩვენებლით. სახელმწიფოთა დაჯგუფების კრიტერიუმებია; გეოგრაფიული მდებარეობა, (მასში იგულისხმება; ფიზგეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა) ტერიტორიის ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა, მმართველობის ფორმა, ტერიტორიული მოწყობის ფორმა, ეკონომიკური განვითარების დონე და სხვ. ახლა კი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: საერთაშორისო სტატუსის მიხედვით, საქართველომ 1991 წლიდან კვლავ სუვერენიტეტი მოიპოვა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. ტერიტორიის ფართობის მიხედვით განასხვავებენ დიდ, საშუალო, მცირე და მიკრო (ჯუჯა) სახელმწიფოებს. საქართველო ტერიტორიის მიხედვით, (69.7 ათასი კვ,კმ. ) მცირე სახელმწიფოებს განეკუთვნება და მსოფლიოს მასშტაბით 121 ადგილზე არის, ხოლო ევროპაში 22 ადგილზე. საქართველოს ტერიტორიის ფართობით აღემატება შემდეგ ქვეყნებს; ბელგია, შვეიცარია, ხორვატია, ნიდერლამდები, ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, ანდორა, სან-მარინო, ვატიკანი, მონაკო, ლუქსენბურგი, ლიხტენშტეინი, და სხვ. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის დიდი განსხვავებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 131 ადგილზე არის. მმართველობის ფორმის მიხედვით, საქართველო რესპუბლიკურია. ტერიტორიული მოწყობის მიხედვით, საქართველო უნიტარულია. ეკონომუკური დონის მიხედვით, საქართველო განვითარებადია. საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები; საქართველო მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: გაერო; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა - ბისეკი: მსოფლიოს ბანკი, რომელიც ორი ორგანიზაციისაგან შედგება - რეკონსტრუქციისა და საერთაშორისო ასოციაციისაგან: საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ევროპის საბჭო: მსოფლიოს სავაჭრო ორგანაიზაცია და სხვ. გაეროს წევრი საქართველო 1992 წელის 31 ივლისს გახდა. ევროპის საბჭოს წევრი საქართველო 1999 წლის 27 იანვარს გახდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment