საქართველო, რომელიც ჰიდროენერგეტიკული რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, მუდამ განიცდიდა და განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს. ამგვარი ვითარება განპირობებულია მრავალიფაქტორით, რომელთაგან მნიშვნელოვანია მისი უყაირათო და მტაცებლური ხარჯვა, საწარმოთა დიდი ენერგოტევადობა, ცუდი კომუნალური პირობები, ქვეყნის ელექტროსადგურებში ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა, ელექტროენერგიის წარმოებისათვის დახარჯული ორმაგი რაოდენობის სათბობი და ა.შ. გარდა ამისა, ზათარში, როცა მაქსიმალურია მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე და როცა გაჩერებულია ჰესების უმეტესობა, საქართველოს ენერგოსისტემა თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული და ორიენტირებული იმპორტულ სათბობზე. საქართველოს ელექტროენერგეტიკას საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი თბოელექტროსადგური 1887 წელს თბილისში, ხოლო პირველი ჰირდოელექტროსადგური 1898 წელს ბორჯომის მიდამოებში შევიდა ექსპლუატაციაში. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემა, რომელიც 1934 წელს ჩამოყალიბდა, ამჯამად ითვლის 8 თბოელექტროსადგურს, 6 ათეულზე მეტ ჰიდროელექტროსადგურსა და 400-მდე ქვესადგურს. ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტრო სადგურია ენგურჰესი თავისი კასაკადით, ხოლო თბოელექტროსადგურებიდან თბილსრესი.
 |
ენგურჰესი |
 |
თბილსრესი |
No comments:
Post a Comment