Saturday, June 13, 2020
საქართველოს ტურისტულ-რეკრიაციული რესურსების გეოგრაფია
მსოფლიოში ცნობილი საკურორტო-რეკრიაციული და ტურისტულ-რეკრიაციული რესურსებიდან უმრავლესობა საქართველოშიცაა. უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული რესურსები საქართველოს მცირე ტერიტორიაზეა, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს და უნიკალურ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში ყველაფერია; ნაირგვარი ლანდშაფტი, კონტრასტებით (მკვეთრი განსხვავებებით) მდიდარი ბუნება, 315 კმ-იანი, შავიზღვისპირა სანაპირო ზოლი, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანისნაობები, სამკურნალო და მინერალური წყლები, (ცნობისთვის, საქართველოში დღესდღეობით აღნუსხულია 2000 მინერალური წყარო) მარადიული თოვლითა და მყივარებით დაფარული მთები და სხვა. ამ მხრივ ჩვენი სამშობლო თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბუნების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების და ღირსშესანიშნაობათა ''ცოცხალ'' მუზეუმად. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს მაღალგანვითარებული ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის ქვეყანა, ტურიზმი კი მსოფლიოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის დარგია. საქართველოს ტურისტულ-რეკრიაციული რესურსების გეოგრაფიის ზოგადი მიმოხილვა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურისტულ-რეკრიაციული რესურსებით მდიდარია როგორც საქართველოს ბარი, ისე მისი მთა და ზღვისპირეთი. საქართველოში რამდენიმე კარგად გამოხატული საკურორტო-რეკრიაციული ზონა გამოიყოფა: 1. ზღვისპირა კურორტების ზონა (ლესელიძედან-სარფამდე 315კმ, ამ ზონაში თავმოყრილია შემდეგი კურორტები;გაგრა,ბიჭვინთა, ახალი ათონი, ანაკლია, ურეკი, ქობულეთი, ბათუმი, გონიო, ძიხისძირი და სხვა) 2.ბალნეოლოგიურ-სამკურნალო კურორტების ზონა (წყალტუბო, მენჯი, ცაიში, ახტალა, ნაბეღლავი, ზვარე, და სხვა.)ეს ზონა ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლემდე ვრცელდება. 3. ბალნეო-კლიმატური კურორტების ( ბორჯომი, საირმე, სურამი, ნუნისი, და სხვა.) და საგარეუბნო ტურისტული მარშუტების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 700-1000 მ-ის ფარგლებში. 4. სამთო-კლიმატური კურორტების ზონა (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი,კოჯორი, კიკეთი, მანგლისი,და სხვა.) ზღვის დონიდან 1000-1500 მ-ის ფარგლებშიო ვრცელდება. 5. მაღალ მთიანი, სამთო-კლიმატური კურორტებისა (შოვი, ბახმარო, ლებარდე, ავადჰარა, ბაკურიანი, და სხვა) და სამთო-ტურისტული მარშუტების ზონა ზღ.დ. 1500-2000 მ-ს შორის ვრცელდება. 6. სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის ზონა ზღ.დ. 2000-ზე მაღლა. ზემოთ მოყვანი მასალა ძალზე ზოგადი დახასიათებაა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა, თუმცა აქ ხაზგასმულია ის მთავარი შტრიხები რაც ჩვენს სამშობლოს მსფლიოს რუკაზე თამამად წარმოაჩენს, მე ზალიან მოხარული ვიქნები თუ აღნიშნულ მასალას თვქენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყნებეთ... ჩემი თხოვნა იქნება გავუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს უნიკალურ სამშობლოზე და სრულიად დედამიწაზე..
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment