Tuesday, September 22, 2020

 საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

     საქაქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებით ღირებულია. ეს ფაქტორი გარკვეულწილად განსაზრვრავს საქართველოს როლს თანამედროვე მსოფლიოში. 

     საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მდებარეობა უდაოდ ხელსაყრელია. მისი ადგილმდებარეობა ა.გ. 40 და 46 და ჩ.გ. 41 და 43 გრადუსებს შორის იმის მანიშნებელია რომ:

1. იგი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დასახლებული ზოლის შუაგულში, 2, მეურნეობისათვის ყველაზე ხელსაყრელ ზომიერ და სუბტრიპიკულ კლიმატრუ სარტყლის საზღვარზე, 3. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კავკასიის რეგიონში მდებარეობს.

     ფიზიკურ-გეოგრაფიული  მდებარეობის ხელსაყრელობა პირველ რიგში გამოიხატება ქვეყნის მდებარეობით თბილ და გაუყინავ ზღვის ნაპირას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კავკასიონის ქედი, რომელიც უზარმაზარი კედელივით გასდევს საქართველოს საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარს  და საიმედოდ იცავს ქვეყანას ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასისაგან.

    ეს ორი ფაქტორი შავი ზღვა და კავკასიონის ქედი, განაპირობებს საქართველოს ბუნების სიმდიდრეს და სილამაზეს. ფიზიკურ-გეოგრაფიულმა მდებარეობამ და შესაბამისად, ბუნებრივმა პირობებმა გახადა შესაძლებელი საქართველოში განვითარებულიყო სუბტროპიკული მეურბეობის დარგები მაგალითად; მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მევენახეობა.                                                                                                                                                  ძალზე ხელსაყრელია საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული, კერძოდ სატრანსპორტო-გეოგრაფიული  მდებარეობა. ქვეყანა წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს. საქართველოს შესაძლოა გამოყენებული იქნას დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ ტერიტორიად. საქართველოს როლი კასპიის ზღვის ენერგორესურსების (ნავთობი, ბუნებრივი აირი) ტრანსპორტირებისათვის ევროპის ქვეყნებში.

  საქართველო ერთადერთია სამხრეთ სავკასიასა და ცენტრალურ აზიის რვა სახელმწიფოს შორის, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს მსოფლიო ოკეანეზე. ყოველივე ეს საქართველოს ძელზე ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

  საქართველოს მოხერხებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება ყოველთვის იზღუდებოდა. (დღესაც იზღუდება რუსეთის გამო), არახელსაყრელი პოლიტიკურ-გეოგრაფიული  მდებარეობით.  ევროპისა და აზიის, ისლამური და ქეისტიანული სამყაროს საზღვარზე არსებობა თავისთავად აქცევდა ქვეყანას დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში. მთელი ისტორიული ეპოქის განმავლობაში ( მხოლოდ XII საუკუნე შეიძლება მივიჩნიოთ გამონაკლისად) საქართველო მეზობელი დიდი იმპერიების ბრზოლის ასპარეზი იყო. ასეთი ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს კი ხელს უშლის საქართველოს სრულად გამოიყენოს სარფიანი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები.

  










Saturday, June 13, 2020

საქართველოს ტურისტულ-რეკრიაციული რესურსების გეოგრაფია

 მსოფლიოში ცნობილი საკურორტო-რეკრიაციული და ტურისტულ-რეკრიაციული რესურსებიდან უმრავლესობა საქართველოშიცაა. უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული რესურსები საქართველოს მცირე ტერიტორიაზეა, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს და უნიკალურ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში ყველაფერია; ნაირგვარი ლანდშაფტი, კონტრასტებით (მკვეთრი განსხვავებებით) მდიდარი ბუნება, 315 კმ-იანი, შავიზღვისპირა სანაპირო ზოლი, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანისნაობები, სამკურნალო და მინერალური წყლები, (ცნობისთვის, საქართველოში დღესდღეობით  აღნუსხულია 2000 მინერალური წყარო) მარადიული თოვლითა და მყივარებით დაფარული მთები და სხვა. ამ მხრივ ჩვენი სამშობლო თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბუნების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების და ღირსშესანიშნაობათა ''ცოცხალ'' მუზეუმად. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს მაღალგანვითარებული ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის ქვეყანა, ტურიზმი კი მსოფლიოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის დარგია.                                     საქართველოს   ტურისტულ-რეკრიაციული  რესურსების გეოგრაფიის  ზოგადი მიმოხილვა                                                                                                                                                               როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურისტულ-რეკრიაციული რესურსებით მდიდარია როგორც საქართველოს ბარი, ისე მისი მთა და ზღვისპირეთი. საქართველოში რამდენიმე კარგად გამოხატული საკურორტო-რეკრიაციული ზონა გამოიყოფა:                             1. ზღვისპირა კურორტების ზონა (ლესელიძედან-სარფამდე 315კმ, ამ ზონაში თავმოყრილია შემდეგი კურორტები;გაგრა,ბიჭვინთა, ახალი ათონი, ანაკლია, ურეკი, ქობულეთი, ბათუმი, გონიო, ძიხისძირი და სხვა) 2.ბალნეოლოგიურ-სამკურნალო კურორტების ზონა (წყალტუბო, მენჯი, ცაიში, ახტალა, ნაბეღლავი, ზვარე, და სხვა.)ეს ზონა ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლემდე ვრცელდება. 3. ბალნეო-კლიმატური  კურორტების ( ბორჯომი, საირმე, სურამი, ნუნისი, და სხვა.) და საგარეუბნო ტურისტული მარშუტების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 700-1000 მ-ის ფარგლებში. 4. სამთო-კლიმატური კურორტების ზონა (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი,კოჯორი, კიკეთი, მანგლისი,და სხვა.) ზღვის დონიდან 1000-1500 მ-ის ფარგლებშიო ვრცელდება. 5. მაღალ მთიანი, სამთო-კლიმატური კურორტებისა (შოვი, ბახმარო, ლებარდე, ავადჰარა, ბაკურიანი, და სხვა) და სამთო-ტურისტული მარშუტების ზონა ზღ.დ. 1500-2000 მ-ს შორის ვრცელდება. 6. სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის ზონა ზღ.დ. 2000-ზე მაღლა. ზემოთ მოყვანი მასალა ძალზე ზოგადი დახასიათებაა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა, თუმცა აქ ხაზგასმულია ის მთავარი შტრიხები რაც ჩვენს სამშობლოს მსფლიოს რუკაზე თამამად წარმოაჩენს, მე ზალიან მოხარული ვიქნები თუ აღნიშნულ მასალას თვქენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყნებეთ... ჩემი თხოვნა იქნება გავუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს უნიკალურ სამშობლოზე და სრულიად დედამიწაზე.. 

Friday, November 22, 2019

საქართველო მსოფლიოს ფონზე

     თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოები რიგი თავისებურებით ხასიათდებიან და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ქვეყნების კლასიფიკაცია შესაძლებელია როგორც გარეგნული ფორმით, ისე შინაარსობრივი მაჩვენებლით. სახელმწიფოთა დაჯგუფების კრიტერიუმებია; გეოგრაფიული მდებარეობა, (მასში იგულისხმება; ფიზგეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა) ტერიტორიის ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა, მმართველობის ფორმა, ტერიტორიული მოწყობის ფორმა, ეკონომიკური განვითარების დონე და სხვ.                              ახლა კი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: საერთაშორისო სტატუსის მიხედვით, საქართველომ 1991  წლიდან კვლავ სუვერენიტეტი  მოიპოვა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.                                                                                      ტერიტორიის ფართობის   მიხედვით განასხვავებენ დიდ, საშუალო, მცირე და მიკრო (ჯუჯა) სახელმწიფოებს. საქართველო ტერიტორიის მიხედვით, (69.7 ათასი კვ,კმ. ) მცირე       სახელმწიფოებს განეკუთვნება და მსოფლიოს მასშტაბით 121 ადგილზე არის, ხოლო ევროპაში 22 ადგილზე. საქართველოს ტერიტორიის ფართობით აღემატება შემდეგ ქვეყნებს; ბელგია, შვეიცარია, ხორვატია, ნიდერლამდები, ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, ანდორა, სან-მარინო, ვატიკანი, მონაკო, ლუქსენბურგი, ლიხტენშტეინი, და სხვ.                                                                                     მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის დიდი განსხვავებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 131 ადგილზე არის.                               მმართველობის ფორმის მიხედვით, საქართველო რესპუბლიკურია.                                         ტერიტორიული მოწყობის მიხედვით, საქართველო უნიტარულია.                                           ეკონომუკური დონის მიხედვით, საქართველო განვითარებადია.                                                                                                                                                                                                                                 საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები;                                                          საქართველო მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: გაერო; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა - ბისეკი: მსოფლიოს ბანკი, რომელიც ორი ორგანიზაციისაგან შედგება - რეკონსტრუქციისა და საერთაშორისო ასოციაციისაგან: საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ევროპის საბჭო: მსოფლიოს სავაჭრო ორგანაიზაცია და სხვ. გაეროს  წევრი საქართველო 1992 წელის 31 ივლისს გახდა. ევროპის საბჭოს წევრი საქართველო 1999 წლის 27 იანვარს გახდა.

Thursday, November 21, 2019

საქართველოს ელექტროენერგეტიკა

საქართველო, რომელიც ჰიდროენერგეტიკული რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, მუდამ განიცდიდა და განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს. ამგვარი ვითარება განპირობებულია მრავალიფაქტორით, რომელთაგან მნიშვნელოვანია მისი უყაირათო და მტაცებლური ხარჯვა, საწარმოთა დიდი ენერგოტევადობა, ცუდი კომუნალური პირობები, ქვეყნის ელექტროსადგურებში ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა, ელექტროენერგიის წარმოებისათვის დახარჯული ორმაგი რაოდენობის სათბობი და ა.შ. გარდა ამისა, ზათარში, როცა მაქსიმალურია მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე და როცა გაჩერებულია ჰესების უმეტესობა, საქართველოს ენერგოსისტემა თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული და ორიენტირებული იმპორტულ სათბობზე.  საქართველოს ელექტროენერგეტიკას საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი თბოელექტროსადგური 1887 წელს თბილისში,  ხოლო პირველი ჰირდოელექტროსადგური 1898 წელს ბორჯომის მიდამოებში შევიდა ექსპლუატაციაში. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემა, რომელიც 1934 წელს ჩამოყალიბდა, ამჯამად ითვლის 8 თბოელექტროსადგურს, 6 ათეულზე მეტ ჰიდროელექტროსადგურსა და 400-მდე ქვესადგურს. ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტრო სადგურია ენგურჰესი თავისი კასაკადით, ხოლო თბოელექტროსადგურებიდან თბილსრესი. 
ენგურჰესი

თბილსრესი