საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა
საქაქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებით ღირებულია. ეს ფაქტორი გარკვეულწილად განსაზრვრავს საქართველოს როლს თანამედროვე მსოფლიოში.
საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მდებარეობა უდაოდ ხელსაყრელია. მისი ადგილმდებარეობა ა.გ. 40 და 46 და ჩ.გ. 41 და 43 გრადუსებს შორის იმის მანიშნებელია რომ:
1. იგი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დასახლებული ზოლის შუაგულში, 2, მეურნეობისათვის ყველაზე ხელსაყრელ ზომიერ და სუბტრიპიკულ კლიმატრუ სარტყლის საზღვარზე, 3. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კავკასიის რეგიონში მდებარეობს.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის ხელსაყრელობა პირველ რიგში გამოიხატება ქვეყნის მდებარეობით თბილ და გაუყინავ ზღვის ნაპირას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კავკასიონის ქედი, რომელიც უზარმაზარი კედელივით გასდევს საქართველოს საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარს და საიმედოდ იცავს ქვეყანას ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასისაგან.
ეს ორი ფაქტორი შავი ზღვა და კავკასიონის ქედი, განაპირობებს საქართველოს ბუნების სიმდიდრეს და სილამაზეს. ფიზიკურ-გეოგრაფიულმა მდებარეობამ და შესაბამისად, ბუნებრივმა პირობებმა გახადა შესაძლებელი საქართველოში განვითარებულიყო სუბტროპიკული მეურბეობის დარგები მაგალითად; მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მევენახეობა. ძალზე ხელსაყრელია საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული, კერძოდ სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა. ქვეყანა წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს. საქართველოს შესაძლოა გამოყენებული იქნას დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ ტერიტორიად. საქართველოს როლი კასპიის ზღვის ენერგორესურსების (ნავთობი, ბუნებრივი აირი) ტრანსპორტირებისათვის ევროპის ქვეყნებში.
საქართველო ერთადერთია სამხრეთ სავკასიასა და ცენტრალურ აზიის რვა სახელმწიფოს შორის, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს მსოფლიო ოკეანეზე. ყოველივე ეს საქართველოს ძელზე ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
საქართველოს მოხერხებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება ყოველთვის იზღუდებოდა. (დღესაც იზღუდება რუსეთის გამო), არახელსაყრელი პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობით. ევროპისა და აზიის, ისლამური და ქეისტიანული სამყაროს საზღვარზე არსებობა თავისთავად აქცევდა ქვეყანას დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში. მთელი ისტორიული ეპოქის განმავლობაში ( მხოლოდ XII საუკუნე შეიძლება მივიჩნიოთ გამონაკლისად) საქართველო მეზობელი დიდი იმპერიების ბრზოლის ასპარეზი იყო. ასეთი ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს კი ხელს უშლის საქართველოს სრულად გამოიყენოს სარფიანი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები.
10-ა კლასის წარმომადგენლებო აღნიშნულ ინფორმაციას, რომ წაიკითხავთ და გაანალიზებთ კომენტარი გააკეთე, დატოვეთ თქვენი მოსაზრება!
ReplyDelete1.საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.იგი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ზოლის შუაგულში, მეურნეობისთვის ყველაზე ხელსაყრელი ზომიერ და სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლების საზღვარზე,ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კავკასიონის რეგიონში მდებარეობს.ქვეყანას ასევე გააჩნია კარგი ეკონომიკური მდებარეობაც,ის წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს,ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთისა და ჩრდილოეთ ქვეყნებს. ასევე დიდია საქართველოს როლი კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის.ცენტრალური აზიის 8 სახელმწიფოს შორის ასევე საქართველო ერთადერთია რომელსაც გასასვლელი აქვს მსოფლიო ოკეანეზე.თუმცა საქართველოს მოხერხებული ეკონომიკურ გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება ყოველთვის იზღუდებოდა ,რუსეთის გამო.არახელსაყრელი პოლიტიკურ გეოგრაფიული მდებარეობით. საქართველოს სულ იქცევდა ყურადღებას დიდი სახელმწიფოებისგან და ის სულ დიდი იმპერიების ბრძოლის ასპარეზი იყო ,ასე გრძელდება დღესაც. 2.საქართველოს მდებარეობა თბილ და გაუყინავ ზღვის ნაპირას და ასევე კავკასიონის ქედის არსებობა ,რომელიც კედელივით გასდევს საქართველოს საზღვარს განაპირობებს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს განაპირობებს ქვეყნის ბუნების სიმდიდრესა და სილამაზეს.
ReplyDeleteსაქართველო-იგი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ზოლის შუაგულში, მეურნეობისთვის ყველაზე ხელსაყრელი ზომიერ და სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლების საზღვარზე,ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კავკასიონის რეგიონში მდებარეობს, აქედან გამომდინარე მას დიდად ხელსაყრელი და კარგი ეკონომიკური მდებარეობა გააჩნია. ის წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს,ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთისა და ჩრდილოეთ ქვეყნებს.ამასთან დიდ როლს ასრულებს კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრამსპორტირებისთვის.საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ცენტრალური აზიის 8 სახელმწიფოს შორის, რომელსაც გასასვლელი მსოფლიო ოკეანეზე აქვს,მაგრამ რუსეთის გამო მისი მოხერხებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეპბის გამოყენება ყოველთვის იზღუდებოდა.საქართველო მუდამ იქცევდა დიდი სახელმწიფოების ყურადღებას, რის გამოც იგი მუდმივად დიდი იმპერიების ბრძოლის ასპარეზი იყო და ეს დღემდე ასეა.
ReplyDeleteსაქართველოს ბუნების მრავალფეროვნებას და სილამაზეს განაპირობებს მისი მდებარეობა თბილ და გაუყიმავ ზღვის ნაპირას, ასევე რათქმაუნდა კავკასიონის ქედის არსებობაც, რომელის საქართველოს კედელივით ეკვრის.
საქართველოს მართლაც რომ ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს (იმის მიუხედავად რომ დღესაც და ისტორიულადაც გარშემო მყოფი მეზობლები და იმპერიები ხელს უშლიდნენ გეოგრაფიული მდებარეობის სრულად გამოყენებისგან საქართველოს).
ReplyDeleteრამდენიმე ძირითად უპირატეაობად მოვიყვანდი იმას რომ საქართველო არის ევროპა-აზიის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. გვაქვს ზღვაზე გასასვლელი რაც ძალიან დიდ სარგებელს გვაძლევს. საქართველო არის კასპიის ზღვის ენერგორესურსების გამტარი. შავი ზღვის გასასვლელის მეშვეობით ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ევროპულ სწრაფ და უსაფრთხო ინტერნეტს შავი ზღვიდან შემოსული კაბელის საშუალებით რაც ძალიან სარგებლიანია. ჩვენს ტერიტორიაზე გადის მნიშვნელობანი სატრანზიტო მაგისტრალები. ოიდევ დავამატებ იმ გაქტს რომ საქართველოს რელიეფი (კავკასიონი, ლიხის ქედი და სხვა გეოგრაფიული ობიექტები) ხელს უწყიბენ ჩვენს ტერიტორიაზე ხელსაყრელი კლიმატის ჩამოყალიბებას.
საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობით. ეს გამოიხატება იმით, რომ საქართველო ყოველთვის იყო დასავლეთ და აღმოსავლეთის ცივილიზაციის ხიდი. შავისღვისპირეთის მდებარეობა კი მას განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. საქართველო წორედ იმ უძველესი სანტრასპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ძველი აბრეშუმის გზა. საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ბოსფორისა და დარდანელის სრუტით ხმელთშუა ზღვის აუზის ქვეყნებს, გიბრალტარის სრუტით კი შესაძლებელია კავშირი მსოფლიოსთან. სწორედ ეს ამდენი შესაძლებლობა იქცევდა დიდი ქვეყნების ყურადღებას და სწორედ ამიტომ საქართველო ექცევა დიდი წნეხის ქვეშ დამპყრობელი სახელმწიფოების მხრიდან, ამის უტყუარი მაგალითი 2008 წლის ომია.
ReplyDeleteსაქართველოს სილამაზემ სახელი საუკუნეებია გაითქვა. ამას არაერთი ისტორიული წყარო ადასტურებს. ულამაზესია ჩვენი ბუნება, ამაყი მთები კი ენით აღუწერელი საოცრებაა. თუმცა საქართველოს ერთადერთი სიმდიდრე ბუნება როდია, არამედ იგი განსაკუთრებულია მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. ასევე გამორჩეულია საქართველოს ჰავაც, აქ არსებობს ყველა ზონა დაწყებული ნიტოი სუბტროპიკულიდან დამთვარებული მარადი თოვლითა და მყინვარებით. ასე რომ საქართველო მუდამ იქცევდა სხვა ქვეყნების ყურადღებას, ბევრი მათგანი მონუსხულა მისი სილამაზით.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ოდითგანვე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით.
ReplyDeleteსაქართველოს სატრანსპორტო - გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია, რაც გამოიხატება შავი ზღვის სანაპიროზე მისი მდებარეობით, უმოკლესი სახმელეთო გზების არსებობით ევროპასა და აზიას შორის კავშირის დასამყარებლად. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო ჩიხში იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
მეზობელი ქვეყნების ენერგიის წყაროების მიმართ მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი ირანი, თურქმენეთი და სხვა.
საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვლელობა მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო - სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი 1760 კმ სიგრძის სადენია, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელ ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის შირაქ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუაზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი პირველია ,,დრუჟბას” ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს.საქართველო უმშვენიერესი ქვეყანა.ბევრჯერ თქმულა და ახლაც გავიმეორებ,რომ საქართველოს ერთადერთი სიმდიდრე ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით,არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით.საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე საუბარიც. ამიტომ, ვისაუბრებ საქართველოს ბუნებაზე .საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სსრ ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყოველთვიური სამეცნიერო-საწარმოო-პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1959 წლიდან. იბეჭდებოდა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები ბუნების დაცვის საკიტხებზე, მხატვრული ნაწარმოებები (მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები და სხვა), ბუნების დამცველთა შრომისამსახველი სტატიები, მასალები ბუნების ძეგლებზე, რეცენზიები და სხვა. ტირაჟი 36 ათ.
საქართველოს მართლაც რომ ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს შავი ზღვა კი მას განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. საქართველო წორედ იმ უძველეს სანტრასპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს.საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ბოსფორისა და დარდანელის სრუტით ხმელთშუა ზღვის აუზის ქვეყნებს, გიბრალტარის სრუტით კი შესაძლებელია კავშირი მსოფლიოსთან.სწორედ ეს ყველაფერი იწვევდა სხვა დიდი სახელმწიფოების დაინტერესებას საქართველოს მიმართ.საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებას განაპირობებს თბილ და გაუყინავ ზღვასთან მდებარეობა და ასევე კავკასიონის ქედი რომრლიც კედელივით ეკვრის საქართველოს ჩრდილოეთიდან.
ReplyDelete