Tuesday, September 22, 2020

 საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

     საქაქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებით ღირებულია. ეს ფაქტორი გარკვეულწილად განსაზრვრავს საქართველოს როლს თანამედროვე მსოფლიოში. 

     საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მდებარეობა უდაოდ ხელსაყრელია. მისი ადგილმდებარეობა ა.გ. 40 და 46 და ჩ.გ. 41 და 43 გრადუსებს შორის იმის მანიშნებელია რომ:

1. იგი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დასახლებული ზოლის შუაგულში, 2, მეურნეობისათვის ყველაზე ხელსაყრელ ზომიერ და სუბტრიპიკულ კლიმატრუ სარტყლის საზღვარზე, 3. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კავკასიის რეგიონში მდებარეობს.

     ფიზიკურ-გეოგრაფიული  მდებარეობის ხელსაყრელობა პირველ რიგში გამოიხატება ქვეყნის მდებარეობით თბილ და გაუყინავ ზღვის ნაპირას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კავკასიონის ქედი, რომელიც უზარმაზარი კედელივით გასდევს საქართველოს საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარს  და საიმედოდ იცავს ქვეყანას ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასისაგან.

    ეს ორი ფაქტორი შავი ზღვა და კავკასიონის ქედი, განაპირობებს საქართველოს ბუნების სიმდიდრეს და სილამაზეს. ფიზიკურ-გეოგრაფიულმა მდებარეობამ და შესაბამისად, ბუნებრივმა პირობებმა გახადა შესაძლებელი საქართველოში განვითარებულიყო სუბტროპიკული მეურბეობის დარგები მაგალითად; მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მევენახეობა.                                                                                                                                                  ძალზე ხელსაყრელია საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული, კერძოდ სატრანსპორტო-გეოგრაფიული  მდებარეობა. ქვეყანა წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს. საქართველოს შესაძლოა გამოყენებული იქნას დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ ტერიტორიად. საქართველოს როლი კასპიის ზღვის ენერგორესურსების (ნავთობი, ბუნებრივი აირი) ტრანსპორტირებისათვის ევროპის ქვეყნებში.

  საქართველო ერთადერთია სამხრეთ სავკასიასა და ცენტრალურ აზიის რვა სახელმწიფოს შორის, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს მსოფლიო ოკეანეზე. ყოველივე ეს საქართველოს ძელზე ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

  საქართველოს მოხერხებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება ყოველთვის იზღუდებოდა. (დღესაც იზღუდება რუსეთის გამო), არახელსაყრელი პოლიტიკურ-გეოგრაფიული  მდებარეობით.  ევროპისა და აზიის, ისლამური და ქეისტიანული სამყაროს საზღვარზე არსებობა თავისთავად აქცევდა ქვეყანას დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში. მთელი ისტორიული ეპოქის განმავლობაში ( მხოლოდ XII საუკუნე შეიძლება მივიჩნიოთ გამონაკლისად) საქართველო მეზობელი დიდი იმპერიების ბრზოლის ასპარეზი იყო. ასეთი ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს კი ხელს უშლის საქართველოს სრულად გამოიყენოს სარფიანი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები.

  










Saturday, June 13, 2020

საქართველოს ტურისტულ-რეკრიაციული რესურსების გეოგრაფია

 მსოფლიოში ცნობილი საკურორტო-რეკრიაციული და ტურისტულ-რეკრიაციული რესურსებიდან უმრავლესობა საქართველოშიცაა. უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული რესურსები საქართველოს მცირე ტერიტორიაზეა, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს და უნიკალურ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში ყველაფერია; ნაირგვარი ლანდშაფტი, კონტრასტებით (მკვეთრი განსხვავებებით) მდიდარი ბუნება, 315 კმ-იანი, შავიზღვისპირა სანაპირო ზოლი, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანისნაობები, სამკურნალო და მინერალური წყლები, (ცნობისთვის, საქართველოში დღესდღეობით  აღნუსხულია 2000 მინერალური წყარო) მარადიული თოვლითა და მყივარებით დაფარული მთები და სხვა. ამ მხრივ ჩვენი სამშობლო თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბუნების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების და ღირსშესანიშნაობათა ''ცოცხალ'' მუზეუმად. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს მაღალგანვითარებული ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის ქვეყანა, ტურიზმი კი მსოფლიოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის დარგია.                                     საქართველოს   ტურისტულ-რეკრიაციული  რესურსების გეოგრაფიის  ზოგადი მიმოხილვა                                                                                                                                                               როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურისტულ-რეკრიაციული რესურსებით მდიდარია როგორც საქართველოს ბარი, ისე მისი მთა და ზღვისპირეთი. საქართველოში რამდენიმე კარგად გამოხატული საკურორტო-რეკრიაციული ზონა გამოიყოფა:                             1. ზღვისპირა კურორტების ზონა (ლესელიძედან-სარფამდე 315კმ, ამ ზონაში თავმოყრილია შემდეგი კურორტები;გაგრა,ბიჭვინთა, ახალი ათონი, ანაკლია, ურეკი, ქობულეთი, ბათუმი, გონიო, ძიხისძირი და სხვა) 2.ბალნეოლოგიურ-სამკურნალო კურორტების ზონა (წყალტუბო, მენჯი, ცაიში, ახტალა, ნაბეღლავი, ზვარე, და სხვა.)ეს ზონა ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლემდე ვრცელდება. 3. ბალნეო-კლიმატური  კურორტების ( ბორჯომი, საირმე, სურამი, ნუნისი, და სხვა.) და საგარეუბნო ტურისტული მარშუტების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 700-1000 მ-ის ფარგლებში. 4. სამთო-კლიმატური კურორტების ზონა (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი,კოჯორი, კიკეთი, მანგლისი,და სხვა.) ზღვის დონიდან 1000-1500 მ-ის ფარგლებშიო ვრცელდება. 5. მაღალ მთიანი, სამთო-კლიმატური კურორტებისა (შოვი, ბახმარო, ლებარდე, ავადჰარა, ბაკურიანი, და სხვა) და სამთო-ტურისტული მარშუტების ზონა ზღ.დ. 1500-2000 მ-ს შორის ვრცელდება. 6. სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის ზონა ზღ.დ. 2000-ზე მაღლა. ზემოთ მოყვანი მასალა ძალზე ზოგადი დახასიათებაა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა, თუმცა აქ ხაზგასმულია ის მთავარი შტრიხები რაც ჩვენს სამშობლოს მსფლიოს რუკაზე თამამად წარმოაჩენს, მე ზალიან მოხარული ვიქნები თუ აღნიშნულ მასალას თვქენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყნებეთ... ჩემი თხოვნა იქნება გავუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს უნიკალურ სამშობლოზე და სრულიად დედამიწაზე..